15–16 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG)მიერ ორგანიზებული კონფერენცია ,,მტკიცებითი სამართალი“ გაიმართა. კონფერენციაზე მტკიცებითი სამართლის პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე პრეზენტაცია გააკეთა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.
კონფერენციაზე განიხილებოდა: ქართული მტკიცებითი სამართალი: დღევანდელი მდგომარეობა; მტკიცებითი სამართლის პრაქტიკაში არსებული გამოწვევები; მტკიცებითი სამართალი-მიზნები და ძირითადი პრინციპები; უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობა/დასაშვებლობა-ქართული სამართალი; ამერიკის მტკიცებითი სამართლის ფედერალური წესები (FRE)-პრე-ისტორია და ფუნქცია; უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობა/დასაშვებობა; უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობა/დასაშვებლობა; მტკიცებულების დასაშვებობა/დაუშვებლობა და სამართლიანი სასამართლო - ევროკონვენციის მოთხოვნები; სასამართლო პრაქტიკა, როგორც მტკიცებითი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი მიდგომების დამკვიდრების მეთოდი.